20:57 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-02 19:43:09, 277 ნახვა

ეკონომიკა
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება

დეილი ჯგუფის განცხადებით, რომელიც მაღაზიათა ქსელებს: დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს აერთიანებს, შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება.

მათივე განცხადებით, "ფასები იქნება გამჭვირვალე და სტაბილური".

მაღაზიათა ქსელი გუდვილი ფასების კომისიის დასკვნას ეხმაურება. მათი აზრით, კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია "სოციალური კალათის" პროდუქტებზე ხელმისაწვდომი ფასების დაწესება.

შესაბამისად, ისინი აპირებენ სოციალურად მნიშვნელოვანი სასაქონლო ჯგუფებიდან გარკვეული პროდუქტების გამოყოფას და მათზე განსაკუთრებული შეთავაზებების დაწესებას.

გუდვილის განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია პარტნიორი მწარმოებელი, იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდანაც გადმოიდგას შემხვედრი ნაბიჯები.

"რითეილ ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება და პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ფასების საკითხის გადაწყვეტა ეფექტურად შესაძლებელია არა ბაზრის მექანიზმებში უხეში ჩარევით, არამედ კონკურენციის გაძლიერებითა და კერძო სექტორის პასუხისმგებლიანი ჩართულობით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოციაციის მიერ ინიცირებული „საოჯახო კალათის“ მიდგომა, რომელიც გულისხმობს სავაჭრო ქსელების მხრიდან შერჩეულ პროდუქტებზე სპეციალური, მუდმივი საფასო პოლიტიკის დანერგვას.

ამავე ხედვას ეხმიანება ჩვენი ჰოლდინგის ინიციატივა — „შენთვის შერჩეული“, რომელიც წარმოადგენს პრაქტიკულ ნაბიჯს მომხმარებლისთვის ხელშესახები შედეგის მისაღწევად მოკლევადიან პერიოდში.

საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით და მომხმარებელთა ყოველდღიური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, ჩვენი ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქციის კალათა — „შენთვის შერჩეული“, რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს — ისეთებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია თითოეული ოჯახისათვის. ეს პროდუქტები წინასწარ იქნება შერჩეული და წარმოდგენილი ჩვენი ჰოლდინგის თითოეული ბრენდის ქსელში ერთიანი კომუნიკაციით.

ჩვენი მიზანია:

  • შევამციროთ მომხმარებლის ფინანსური წნეხი ყოველდღიურ პროდუქტებზე
  • შევთავაზოთ სტაბილურად დაბალი ფასები შერჩეულ კატეგორიებზე
  • გავაძლიეროთ პასუხისმგებლიანი ბიზნესის როლი ბაზარზე

პროექტის ფარგლებში:

  • შერჩეულ პროდუქტებზე დაწესდება მინიმალური სავაჭრო მარჟა
  • მომხმარებელს ექნება მარტივი იდენტიფიკაცია (სპეციალური ნიშნულები/პოსტერები)
  • ფასები იქნება გამჭვირვალე და სტაბილური

ინიციატივა სრულად შეესაბამება იმ მიდგომას, რომელსაც რითეილ ასოციაცია უსვამს ხაზს — ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული, კოლაბორაციული და პასუხისმგებლიანი მოქმედება. ამასთანავე, იგი ქმნის საფუძველს მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილესთან — მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან — თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, რაც კრიტიკულია საბოლოო შედეგის მისაღწევად.

„შენთვის შერჩეული“ წარმოადგენს ჩვენს კონკრეტულ წვლილს იმ საერთო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის ძირითადი პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას და ბაზარზე ჯანსაღი, გრძელვადიანი პრაქტიკის დამკვიდრებას" - წერია განცხადებაში. 

გუდვილის განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია პარტნიორი მწარმოებელი, იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდანაც გადმოიდგას შემხვედრი ნაბიჯები.

"საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნასთან, აგრეთვე რითეილ ასოციაციის განცხადებასთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.

მთელი პროცესის განმავლობაში გუდვილი აქტიურად სწავლობდა ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკას; გავეცანით კომისიის დასკვნას და ვხედავთ, რომ კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნას "სოციალური კალათის" პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი.

ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოკლევადიან პერსპექტივაში "სოციალური კალათის" გარკვეულ პროდუქტებზე ფასების დაწევის მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ სპეციალურ მიდგომას, რომლის მიხედვით მუდმივ რეჟიმში განხორციელდება სოციალურად მნიშვნელოვანი სასაქონლო ჯგუფებიდან გარკვეული პროდუქტების გამოყოფა, რომლებზეც ჩვენი კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში გავრცელდება განსაკუთრებული შეთავაზებები. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ექნება სისტემური და უწყვეტი ხასიათი.

იმისათვის, რომ ზემოთ ხსენებული მიდგომა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ხელშესახები შედეგი გამოიღოს, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი მწარმოებელი, იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან გადმოიდგას შემხვედრი ნაბიჯები.

ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს." - წერია გუდვილის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics