09:46 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 16:24:15, 1620 ნახვა

სამართალი
მამუკა არეშიძე იური ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურაში დაკითხეს

ექსპერტი მამუკა არეშიძე იური ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხეს.
როგორც არეშიძე აცხადებს, ის პორკურატურაში იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს.
„ავხსენით სიტუაცია. გავარკვიეთ, რომ ეს იყო ვერსიული ნათქვამი და არა მტკიცებულებითი ფორმის.  ბუნებრივია დაისვა შეკითხვა, ვიცოდი დამატებით რამე, თუ არა. რა თქმა უნდა ვუპასუხე არა, რომ  მეტი არაფერი არ ვიცი, გარდა იმისა, რაც ითქვა“, – აღნიშნა არეშიძემ.
 ცნობისთვის, დღეს მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელმა სავარაუდოდ საქართველო დატოვა და ამაში, ძალოვნები არიან ჩართულები.
„მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რა შეიძლება იქ მომხდარიყო და როგორ შეიძლება მოვლენები განვითარებულიყო. ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ ვერ ვამბობ, ჯერ შესამოწმებელია ეს ყველაფერი.  თუმცა მაქვს ისეთი სახის ინფორმაცია, რომ სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია დატოვა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად შემკვეთებისგან გაიხსნება ეს საქმე, შემკვეთების ზედმეტი აქტიურობისაგან და მათი დატოვებული კვალისაგან. დავამატებდი, რომ იკვეთება ძალოვანების მონაწილეობა ამ საქმეში“, – აღნიშნა არეშიძემ.
ცნობისთვის, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics