20:01 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 14:24:57, 395 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი: დგანან ბირჟაზე 20-30 კაცი და ყურძენი უფუჭდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლეხებს მიმართავს, შეცდომაში ნუ შევლენ და   საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საშუალება არავის მისცენ.
მისივე თქმით, რთველთან დაკავშირებით სიტუაცია კონტროლის ქვეშაა და ყურძნის ჩაბარების კუთხით, მოსახლეობას არავითარი პრობლემა არ შეექმნება.
"მინდა  მივმართო ჩვენ ძვირფას მევენახეებს, ფერმერებს გლეხებს, რომ ნუ შეხვალთ შეცდომაში. არ მისცეთ საშუალება არავის, რომ საკუთარი  პოლიტიკური მიზნებისთვის გამოგიყენონ.დგანან ბირჟაზე 20-30 კაცი, რა უნდა ქართველ გლეხს ბირჟაზე?! რას დგანან ბირჟაზე და ყურძენი უფუჭედებათ დღეს. ეს არის რეალობა და მის ირგვლივ ფონს უქმნიან თბილისიდან ჩასული "ნაციონალური მოძრაობის"  აქტივისტები, ეს უსუსური, დესტრუქციული ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში  არც მიწაზე უმუშავიათ, არც ვენახი უნახავთ და არც  ყურძენი მოუყვანიათ არასოდეს და აცხადებენ, რომ იჩაგრებიან.სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლის ქვეშაა. შტაბია გამართული,  ყველა ნიუანსი გვაქვს გათვლილი. არავითარი პრობლემა არ ექნება მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების კუთხით. ამ პროვოკოატორებს ნუ მოუსმენთ და მოაცილეთ ეს პროვოკატორები ამ რეგიონიდან. ეს კრიზისკული პრერიოდი, რომელიც მთელ მსოფლიაშია და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნაში, უნდა დავძლიოთ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics