|
2020-09-08 17:11:32, 3937 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: მეორე კვარტლის ინვესტიციები მშპ-ს, დაახლოებით, 6%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტენდენციის შენარჩუნება
მეორე კვარტლის ინვესტიციები მშპ-ს, დაახლოებით, 6%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტენდენციის შენარჩუნება , - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საქსტატის მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მაჩვენებლების შეფასებისას. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად პანდემიური მდგომარეობისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, რაც ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკას აქვს ნდობა. „ძალიან იმედის მომცემია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკას აქვს ნდობა. ყველა ის რეფორმა, ღონისძიება, რომელიც COVID-19-ის პერიოდში მთავრობამ გაატარა, ბევრმა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა. ასევე, დადებითად შეფასდა ქვეყნის მაკროეკონომიკური მმართველობის სტანდარტები. ბუნებრივია, ეს უნდა აისახოს ახალ ინვესტიციებში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ, გასულ წელსაც არ გვქონია დაბალი მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. გასულ წელს, ამ მონაცემმა მშპ-ს, დაახლოებით, 7% შეადგინა, რაც მაღალი მაჩვენებელია საერთაშორისო მასშტაბით. მნიშვნელოვანია, ჩვენ შევინარჩუნოთ ის დადებითი ტენდენცია, რაც დაფიქსირდა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)