19:23 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 12:59:13, 393 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ლიტვის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტვაში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ამჯერად ლიტვის სეიმის სპიკერს, ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა,  საქართველო-ლიტვას, ისტორიულად, დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ და ეს ურთიერთკავშირი კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.

მისივე თქმით, ლორეტა გრაუჟინიენესთან შეხვედრაზე ლიტვის რესპუბლიკის დამოკიდებულება საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ კიდევ ერთხელ აღინიშნა - ლიტვაში მტკიცედ სჯერათ, რომ საქართველოს გამარჯვება, ლიტვის გამარჯვებაა.

ლიტვის პარლამენტი ერთსულოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულ განვითარებასა და ქვეყნის ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციას.

საქართველოსთან თანამშრომლობის ლიტვის საპარლამენტო ჯგუფი, რომელსაც ზიტა ჟვიკიენე ხელმძღვანელობს, 64 დეპუტატს აერთიანებს და, ამ მხრივ, ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ჯგუფია. საქართველოს პარლამენტის ლიტვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი კი პარლამენტარი ვალერი გელაშვილია. ქართული ჯგუფი 25 დეპუტატს აერთიანებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics