|
2020-09-04 11:21:46, 4119 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება
„თიბისის“ მხარდაჭერით, წელს უკვე მესამედ, თბილისში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას მუშტაიდის ბაღი 5 სექტემბერს, 12:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს. ფესტივალზე მისულ ბავშვებს და მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სპეციალურად მათთვის დაგეგმილ სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში. საბავშვო ფესტივალის და „თიბისის“ საერთო ღირებულებაა ახალ თაობაზე ზრუნვა და პატარების განვითარებისთვის შესაძლებლობების გაჩენა. სწორედ ამიტომ, თიბისის, როგორც ფესტივალის მეგობარს, წელსაც ტრადიციულად საკუთარი სივრცე ექნება, სადაც ღონისძიების სტუმრებს არაერთი სიურპირიზი და აქტივობა ელით. „თიბისის“ სივრცეში ბავშვებს მხიარული თავგადასავლების მუზეუმი დახვდებათ, რომელიც შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ნაკრებია ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის. პროექტზე თიბისის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში, სტუდია „ილუსტრატორმა იმუშავა და 5 შემოქმედებითი სავარჯიშო შექმნა, რომლებიც იმ თავგადასავლებს აღმოგაჩენინებენ, რომლებზეც ხშირად გსმენიათ, თუმცა ჯერ არ აგხდენიათ. ფესტივალზე თიბისის სივრცეში დაგეგმილია 4 შემოქმედებითი სესია, სადაც ბავშვები ნაკრებში შესული აქტივობების ადგილზე შესრულებას შეძლებენ. „თიბისის“ სივრცის გარდა საბავშვო ფესტივალის სტუმრებს მუშტაიდის ბაღში არაერთი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა ელით და ისინი 6 ზონაში იქნება განაწილებული: სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, სპორტულ წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან საკვირაო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; ჯანმრთელობის ზონა დაეთმობათ ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ებს; გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებსა და ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს და კვების ობიექტებს; საბავშვო სტარტაპების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები; კულტურული ზონა კი მოიცავს კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას. საბავშვო ფესტივალის სცენაზე გაიმართება ჯგუფის - „მარტივი გამოსავალი" კონცერტიც. ფესტივალში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაციაც მონაწილეობს. შესაბამისად, სტუმრებს საბავშვო ლიტერატურაზე განსაკუთრებული ფასდაკლება ელოდებათ. ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)