|
2020-09-03 12:36:33, 3403 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - პანდემია პოზიციებს არ თმობს, მცირე და საოჯახო სასტუმროების სეგმენტი განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს
„პანდემია პოზიციებს არ თმობს, მცირე და საოჯახო სასტუმროების სეგმენტი განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს“ , - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დროული და მნიშნელოვანი იყო, რადგან ტურიზმი დამოკიდებულია ეპოდემიოლოგიურ ვითარებაზე. „დღეს მთავრობის სხდომამ განიხილა და დაამტკიცა მცირე და საოჯახო სასტუმროების მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელება. ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ჩვენ ვეხმარებით ყველაზე მეტად დაზარალებულ ტურიზმის სექტორს. ამ დროის მანძილზე 6 თვის ბანკის სესხის სუფსიდირება განვახორციელეთ. დღეს კი გადავწყვიტეთ, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს და კიდევ 6 თვის ბანკსი სესხის პროცენტი იყოს სუფსიდირებული. ეს მარტივი პროცედურაა, მცირე და საოჯახო სასტუმროებმა, ვინც უკვე მოგვმართეს მომდევნო 6 თვის მანძილზე ჩვნე მათთან კონტაქტი აღარ დაგვჭირდება და ბანკებთან ვითანამშრომლებთ პირდაპირ, თუმცა ვისაც ჯერ კიდევ არ მოუმართია ჩვენთვის, ეს არის უმარტივესი აპლიკაცის ფორმა. მათ ერთი თვე ეძლევად დრო, რომ მიმართონ მათ მსესხებელ ბანკსა და „აწარმოე საქართველოს“ , რათა ჩვენ 12 თვის ბანკის სესხი დავუფინანსოთ. ეს არის მნიშნელოვანი, რადგან მათ შეინარჩუნონ პერსონალი, რომელიც ჰყავთ და განაგრძონ მუშაობა ჩვეულ რიტმში. ეს იყო დროული გადაწყვეტილება, რადგან პანდემია პოზიციებს არ თმობს, ეს რისკები მართვადია, თუმცა ტურიზმი დიდად არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ამიტომ მცირე და საოჯახო სასტუმროების სეგმენტი განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს.“ , - განაცხადა ნათია თურნავამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)