|
2020-09-01 16:44:14, 3293 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი“ ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა
„ვითიბი“ ბანკისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ვითიბი ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. ახალი შეთანხმების თანახმად ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი ორი წლის განმავლობაში იქნება. თანამშრომლობა მოიცავს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ყველა ჩემპიონატის, სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას. ამასთან ერთად ვითიბი ბანკი საქართველოს ეროვნული, ყველა ასაკობრივი, ქალთა და ფუტსალის ნაკრებების გენერალური სპონსორი იქნება. მხარეებს შორის სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ მოაწერეს. ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „4 წლის წინ ვითიბი ბანკი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჩვენი ირწმუნა და საინვესტიციოდ ყველაზე რთულ პერიოდში ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა. ჩვენ ერთად ვიზეიმეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება უეფას ერთა ლიგაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ვითიბის ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ პარტნიორთან ერთად წინ მრავალი წარმატების აღნიშვნას შევძლებთ.“ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა: „უკვე 4 წელზე მეტია, რაც ვითიბი ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი და მხარდამჭერია. ჩვენი სურვილია პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ და 2020 წლიდან ეროვნული ნაკრების სპონსორობასთან ერთად გავხდეთ, ფეხბურთის ფედერაციის და ყველა ასაკობრივი ნაკრების გენერალური სპონსორი. პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლობის მიზანია ქართული ფეხბურთის, როგორც ლიდერი სპორტის სახეობის ხელშეწყობა, ჩვენ გვჯერა ქართული ფეხბურთის წარმატების და ამიტომ ვუჭერთ მხარს მის წინსვლას და განვითარებას.“
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)