01:53 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 16:56:15, 2805 ნახვა

ეკონომიკა
31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 23,784 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 23,784 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,963 ტონით მეტია.

ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (15,449 ტონა),  სომხეთის რესპუბლიკა (7,304 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის (112,9 ტონა), უკრაინის (111.5 ტონა), მოლდოვას (89,6 ტონა), პოლონეთის (92.6 ტონა), სლოვენიის (57,3 ტონა), სინგაპურის (0,04 ტონა) და ყატარის (0.01 ტონა) რესპუბლიკებში.

ატმის ფასი 1.00 – 2.00 ლარამდე მერყეობს, ხოლო ვაშლატამას 1.30 – 2.00 ლარამდე.

მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც  აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების  დაკავშირების მიმართულებებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics