|
2015-09-11 20:26:09, 435 ნახვა
პოლიტიკა
,,რეფორმატორები’’–ს თავმჯდომარემ ირაკლი ღლონტმა სასამართლო პროცესი მოიგო
დღეს, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის, მოსამართლის ხატია არდაზიშვილის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა პ/გ ,,რეფორმატორების’’ თავმჯდომარის ირაკლი ღლონტის სარჩელი. გაუქმებულ იქნა ცესკოს თავმჯდომარის 2015 წლის 8 სექტემბრის N20/2015 გადაწყვეტილება, რითაც პარტია ,,რეფორმატორებიდან’’ გარიცხულმა პირებმა გიორგი ჟამუტაშვილმა და დავით მიროტაძემ, როგორც არაუფლებამოსილმა პირებმა უკანონოდ განახორციელეს პოლიტიკური პარტია ,,რეფორმატორების’’ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაცია. პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის – ირაკლი ღლონტის შეფასებით სასამართლომ, ქალბატონი არდაზიშვილის ხელმძღვანელობით მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რითაც ხელი შეეწყო სამართლიანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებას და პოლიტიკური პარტია ,,რეფორმატორების’ კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვას. მისი განცხადებით გიორგი ჟამუტაშვილი და დავით მიროტაძე არიან სავარაუდო დამნაშავეები, რომლებიც მიმდინარე წლის 22 მარტს შედგენილი ყალბი ე.წ. ყრილობის ოქმის გამოყენების გზით ცდილობენ მედიის, საზოგადოების და ადმინისტრაციული ორგანოების შეცდომაში შეყვანას, თავიანთი უპასუხისმგებლო, არაადეკვატური, უკანონო და ანტისაზოგადოებრივი ქმედებების გამო ისინი იმსახურებენ სასჯელს და კანონის სრული სიმკაცრით პასუხისგებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)