|
2020-08-31 10:49:06, 2103 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით იმერეთში თაფლის წარმოება ფართოვდება
საქართველოში თაფლს განსაკუთრებული ხარისხი, უნიკალური არომატი და გემო აქვს, რაც მის წარმოებას ძალიან პერსპექტიულს და ხელსაყრელს ხდის. თაფლის წარმოება თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული, ბოლო პერიოდში მეფუტკრეობას სულ უფრო მეტი ფერმერი მისდევს იმერეთის მხარეში. გიორგაძეების საოჯახო მეურნეობა, რომელიც ვანის რაიონში რამდენიმე სოფელში მდებარეობს, 300 სკას მოიცავს. მეფუტკრემ წელს შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თიბისის მხარდაჭერით თაფლის ჩამოსასხმელი დანადგარები შეიძინა. „დანადგარების განახლება წარმოების გაზრდასა და ხარისხის გაუმჯობესაბაში დაგვეხმარება. თაფლის ხარისხის შენარჩუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ბიოწარმოებას, არამედ იმ სპეციალურ ტექნიკას, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებისათვის ვიყენებთ", - ამბობს მეფუტკრე თენგიზ გიორგაძე. წლევანდელი მოსავალი უკვე მიღებული აქვთ, 5 ტონა ე.წ. მაისის თაფლი და 4 ტონა წაბლის თაფლი. რეალიზაციას ძირითადად საბითუმოდ ახდენენ, მცირე რაოდენობით საცალო გაყიდვებითაც, მომავალის გეგმებში კი, საკუთარი ეტიკეტირებით თაფლის ჩამოსხმა შედის.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)