17:48 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 19:50:45, 399 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ევროპაში მესამე დღეა გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ესტონელ კოლეგასთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, თინათინ ხიდაშელს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანმა უმასპინძლა და საქართველოს დელეგაცია ოფიციალურ სადილზე მიიპატიჟა.

მარინა კალიურანმა თინათინ ხიდაშელს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მის მისწრაფებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
 „ქალბატონი მარინა საქართველოს ძალიან დიდი ხნის მეგობარია. როდესაც იგი ვაშინგტონში ესტონეთის ელჩი იყო საქართველოსთან მიმართებაში ყველაზე ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩეოდა. ჩვენ სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი. შეხვედრაზე მისგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა და პირობა, რომ სწორედ იმავე პათოსით და განწყობით გააგრძელებს საქართველოს თანადგომას უკვე თავის ახალი თანამდებობიდან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics