|
2015-09-11 17:17:17, 386 ნახვა
პოლიტიკა
ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლება გაიმართა
ვაზიანის პოლიგონზე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ვაზიანი 2015“-ს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. სწავლებას აკვირდებოდნენ საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეებიც. ტაქტიკური წვრთნის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიზანი და ამოცანები, ასევე, მონაწილე ელემენტების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმის შესახებ ბრიფინგი წარუდგინა. „ვაზიანი 2015“ თავდაცვით ბრძოლაში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწასა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შერწყმას, ასევე მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. სწავლების ფარგლებში, მიწვეულმა სტუმრებმა V ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მიერ მოწყობილი ბრიგადის დონის აღალის პუნქტი (უზრუნველყოფის პუნქტი) დაათვალიერეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)