|
2020-08-27 10:24:15, 3957 ნახვა
ეკონომიკა
რთველის პერიოდში, სახელმწიფო ახალგაზრდებს ღვინის საწარმოებში დაასაქმებს
2020 წელს, რთველის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს. 120 სტუდენტი, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სასწავლებლებში ჩატარებული გასაუბრებების შედეგად შეირჩა. შერჩეულ კანდიდატებს, რთველის აღრიცხვის პროგრამის ტრენინგები რთველის საკოორდინაციო შტაბში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს. რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული ინფორმაციის და ზუსტი მონაცემების შეგროვებას. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს ყურძნის ჩაბარების პროცესის გამჭვირვალობას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია. შერჩეული ახალგაზრდების ნაწილს, ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს. სტუდენტები, ღვინის საწარმოებში, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად განაწილდებიან. ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებული ახალგაზრდების ანაზღაურება, თვეში 900 ლარამდე იქნება.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)