18:53 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 12:30:20, 19052 ნახვა

ომი უკრაინაში
გამყრელიძე - ჩვენ ვამჩნევთ, რომ თანდათან მოვეშვით, დახურულ შენობებში აუცილებელია პირბადე

“ჩვენ ვამჩნევთ, რომ თანდათან მოვეშვით, დახურულ შენობებში აუცილებელია პირბადე” , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეშიც აუცილებელია.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ რეკომენდაციები და გთხოვთ, ამას მაქსიმალური ყურადღება მიექცეს მასმედიაში. ორი მთავარი რეკომენდაციაა დღევანდელი ეტაპისთვის, რაც აუცილებლად დასაცავია. ჩვენ ვამჩნევთ, რომ თანდათან მოვეშვით. აი, ახლაც ძალიან ბევრს არ გიკეთიათ პირბადე. დახურულ შენობებში აუცილებელია პირბადე.

მეორე ტალღის ტიპის განვითარებაა საფრანგეთში, ესპანეთში, ასევე ზრდის ტენდენციაა გერმანიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ტურიზმი აქტიურად განვითარდა. ბევრ ქვეყანაში პირბადის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი საშუალების, უფრო მკაცრად, მანდატორულად ტარების აუცილებლობა განიხილება და იქ ჯარიმები რამდენიმე ასეული ევროს ფარგლებშია. მე ახლა არა ჯარიმებზე, არამედ მოსახლეობის მეტ თვითშეგნებაზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ ამაზე უკეთესი დაცვის საშუალება დახურულ შენობაში არ არსებობს. ასევე, თუ ღია სივრცეში ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება და არ არის დისტანციის დაცვის საშუალება, აუცილებელია პირბადის ტარება. ეს ინფექციის გავრცელების რისკს სერიოზულად ამცირებს”, – განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics