|
2015-09-11 12:44:21, 538 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
დედაქალაქის მერიაში განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ ბრიფინგი გამართა. არეშიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო და ნაციონალური მოძრაობა, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით, მისი და მისი ოჯახის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახორციელებს. „თბილისის მერიის მხრიდან ბანაკის ორგანიზებისთვის გადარიცხულ თითოეულ ლარზე ვარ პასუხისმგებელი. საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს შემიძლია დეტალური ინფორმაცია მივაწოდო. ამასთან , ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბანაკის ორგანიზებისას, სამართლებრივ ნაწილში, კანონის დარღვევასთან, მინიმალურ გადაცდომასთანაც კი საქმე არ გვქონია. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ბანაკმა ჩაიარა იდეალურად და სწორედ, ეს გახდა ნაციონალური მოძრაობის გაღიზიანების მიზეზი - ისინი გამუდმებით ცდილობენ, დედაქალაქის მთავრობის მიერ განხორციელებულ ყველა წარმატებულ პროექტს მსგავსი მეთოდებით დაუპირისპირდნენ“ - განაცხადა გიორგი არეშიძემ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, გაჟღერებული ვერსია, თითქოს, მან ხელშეკრულება მეგობარს გაუფორმა, სიცრუეა და არეშიძე გივი კუბლაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. „ბუნებრივია, მყავს ძალიან ბევრი ნაცნობი, ახლო ადამიანი, მეგობარი და საქმიანი კავშირები არასოდეს ყოფილა ამ ურთიერთობების ხელისშემშლელი ფაქტორი. თუნდაც, ბანაკში მე გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა, ზოგიერთ მათგანთან დავმეგობრდი კიდეც - ბუნებრივია, სამომავლოდ ეს ვერ გახდება მათთან საქმიანი კავშირების გამორიცხვის მიზეზი “ - განაცხადა არეშიძემ. ამასთან, როგორც განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გიორგი არეშიძე ხვალ მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. პრესკონფერენციაზე არეშიძე ბანაკის შინაარსობრივ, სამართლებრივ და ფინანსურ მხარეებს დეტალურად განიხილავს და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებს.
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)