|
2015-09-10 17:15:51, 590 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა სკოლის მოსწავლეებისთვის ადამიანის უფლებების შესახებ სემინარი ჩაატარა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში ადამიანის უფლებების შესახებ სემინარი ჩატარდა. სემინარს ადგილობრივი საჯარო სკოლის 25 მოსწავლე დაესწრო. საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ სემინარზე მოსწავლეები გაეცნენ ადამიანის უფლებების არსსა და კლასიფიკაციას. მათ შორის იყო ისეთი თემები, როგორიცაა განათლების უფლება, რწმენის და რელიგიის თავისუფლება, თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა. განსაკუთრებული ყურადღება ბავშვთა უფლებებს დაეთმო. სემინარს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ კოორდინატორი მაია ნასრაშვილი უძღვებოდა. ღონისძიება სალექციო ნაწილის გარდა დატვირთული იყო სხვადასხვა შინაარსის აქტივობით. ახალგაზრდები ჩაერთვნენ დისკუსიაში, მონაწილეობდნენ გუნდურ სავარჯიშოებში; სემინარის დასასრულს ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. პროექტის მიზანია, არასრულწლოვნებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, გუნდური მუშაობის უნარის განვითარება და თავისუფალი დროის სწორად წარმართვა. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლი“ 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს აერთიანებს. პროგრამა საქართველოს მასშტაბით 13 იუსტიციის სახლში მიმდინარეობს.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)