|
2026-11-24 09:05:13, 263 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა 2008 წელს უკრაინის ნატოში არ მიღების გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში 2008 წელს უნდა მიეღოთ, როდესაც ეს საკითხი აშშ-ის ინიციატივით ბუქარესტის სამიტზე განიხილეს. მან თქვა, რომ ახლა უკვე ნათელია, თუ რა „შეცდომა“ იყო უკრაინისთვის სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე უარის თქმა. „თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდებოდა, ამ ომის თავიდან აცილება, ალბათ, შესაძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა მერცმა ბერლინში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. გერმანიის კანცლერმა ასევე „ლოგიკურად გონივრული“ უწოდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადებას, რომელიც უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ხელახლა გახსნას ითვალისწინებდა. მან თქვა, რომ ეს მიდგომა შეესაბამება კიევის მიერ საჭირო უსაფრთხოების გარანტიებს და რომელთა „მიცემასაც ჩვენ ვაპირებთ, როდესაც ეს ომი დასრულდება“. მერცმა დააკონკრეტა, რომ ეს გარანტიები ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსია, რომელიც ალიანსის წევრის წინააღმდეგ აგრესიაზე კოლექტიურ რეაგირებას ითვალისწინებს. მან დასძინა, რომ ეს მიდგომა „რაც შეიძლება ახლოსაა“ ბლოკში სრულუფლებიან წევრობასთან. 2008 წლის აპრილში, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ უკრაინასა და საქართველოს ალიანსის ბუქარესტის სამიტზე მიენიჭებინათ ნატოში გაწევრიანების უფლება. ბუშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს „ხელს შეუწყობდა უსაფრთხოებისა და თავისუფლების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში“. სამიტის შემდეგ, ნატოს ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსში გაწევრიანების უფლებას იღებდნენ, თუმცა გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გადადეს. კერძოდ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა იმ დროს უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოვიდა და აღნიშნა, რომ კიევისა და თბილისის ალიანსში გაწევრიანების დრო ჯერ არ დამდგარა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევდა. მერკელის თქმით, ვლადიმერ პუტინი არ დაუშვებდა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას, რადგან მისთვის ეს „ომის გამოცხადება“ იქნებოდა. თავის მხრივ, პუტინმა 2008 წელს აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ რუსეთის აზრი უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
აშშ გემებზე კიბერშეტევების სერიაში ირანის მონაწილეობას იძიებს
გერმანიის კანცლერმა 2008 წელს უკრაინის ნატოში არ მიღების გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა.
28 ნოემბრის მარშის ორგანიზატორებმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, მასობრივი საპროტესტო აქციების წლისთავზე გამართულ აქციაზე დასწრებისკენ
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაცია
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



