|
2026-11-24 00:05:04, 234 ნახვა
საზოგადოება
რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება - მითების დეტექტორი
ორგანიზაცია მითების დეტექტორის განცხადებით, სოციალურ ქსელში თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება, სადაც ის, სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორს მიმართავს და აცხადებს, რომ მასთან სურს კურიერად "პლანზე, 1 გრამიანებზე" მუშაობის დაწყება. მათი შეფასებით, ამას კამპანიური ხასიათი აქვს. თავდაპირველი ვიდეო 21 ნოემბერს ანონიმურმა ფეისბუქ გვერდმა პოლიტიკანმა გაავრცელა და დაურთო კომენტარი "ახლა უკვე გასაგებია, რატომ დაძმაკაცდა ახობაძესთან".
ორგანიზაცია წერს, რომ 22 ნოემბერს ტიკტოკ გვერდზე "DaDash Pirveli" გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ შედის კორპუსის სადარბაზოში კაცი და გაზის მრიცხველებთან იხრება. ვიდეოს თან ახლავს წარწერა: "არ ვარო ხო ბარგინგაო თორნიკე რაზმაძემ?"
სტატიაში აგრეთვე ნათქვამია რომ 22 ნოემბერს ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა კიდევ ერთმა ანონიმურმა ფეისბუქ გვერდმა განულებული ოპოზიცია გამოაქვეყნა თორნიკე რაზმაძის ფოტო მგლოვიარე, შავებში შემოსილ ქალთან ერთად, რომლის იდენტიფიცირება გავრცელებული ვიზუალით შეუძლებელია, წარწერით "ზედოზირებით გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა: "თორნიკე რაზმაძის მსგავსმა ბარიგებმა შეიწირეს ჩემი შვილი". პოსტის აღწერაში დაკონკრეტებულია, რომ საუბარია დავით ბუაჩიძის დედის ემოციურ წერილზე, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა არ არის მითითებული არც წერილის ავტორის ვინაობა, არც პოსტის ლინკი.
მითების დეტექტორმა აღმოაჩინა "ვიზუალური ხარვეზები", რაც მიუთითებს, რომ აღნიშნული ვიდეოები ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი. "ფეისბუქსა და ტიკტოკზე გავრცელებული ვიდეოები, სადაც თორნიკე რაზმაძე 1. ნარკორეალიზატორს დასაქმების თხოვნით მიმართავს; 2. კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას დებს, ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით არის შექმნილი, რაზეც მიუთითებს, როგორც ვიზუალური ხარვეზები, ისე AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები. მესამე პოსტი, რომელსაც ანონიმური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს, მტკიცებულების გარეშეა და მისი ღია წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება. ანონიმური ფეისბუქ გვერდი პოლიტიკანის მიერ გავრცელებულ ვიდეოს გადამოწმების შედეგად შემდეგი გარემოებები იკვეთება:
“პოლიტიკანის” მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყო InVID-ის თანახმად, 96%-იანი ალბათობით ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული.
ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეო შედარებით მოკლე და დაბალი რეზოლუციის არის. ვიდეოზე აღბეჭდილი ადამიანის სახე სრულყოფილად არცერთ კადრში არ ჩანს, რაც მის იდენტიფიცირებას ართულებს. ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყო Sightengine-ით გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული ვიდეოც 77%-იანი ალბათობით ხელოვნური ინტელექტით გენერირებულია.
რაც შეეხება განულებული ოპოზიციის მიერ გამოაქვეყნებულ პოსტს, ის მტკიცებულებების გარეშეა, რადგან არ არის დაკონკრეტებული დედის სახელი, რომელიც შვილის ნარკოტიკებით გარდაცვალებაში თორნიკე რაზმაძეს ადანაშაულებს, არც სოციალური მედიის პოსტის ლინკია მითითებული. ღია წყაროებით არ იძებნება ინფორმაცია დავით ბუაჩიძის ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ერთიანობაში სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოები და ფეისბუქ პოსტი თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის კამპანიურ ხასიათზე მიანიშნებს. ანონიმური ფეისბუქ გვერდები განულებული ოპოზიცია და პოლიტიკანი ხელისუფლების ოპონენტების დისკრედიტაციის კამპანიებში ადრეც იყვნენ ჩართული; ისევე როგორც ტიკ ტოკ გვერდი DaDash Pirveli." - ნათქვამია სტატიაში.
რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება - მითების დეტექტორი
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|








ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



