|
2015-09-09 20:18:35, 554 ნახვა
პოლიტიკა
გიგი გიგიაძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ჟოლტ ნემეს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა ჟოლტ ნემეთს უნგრეთის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. თავის მხრივ, ჟოლტ ნემეთმა დაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და წარმატება უსურვა ქართულ მხარეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. ჟოლტ ნემეთი 8-დან 10 სექტემბრის ჩათვლით იმყოფება საქართველოში და შეხვედრებს მართავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)