|
2020-08-12 12:05:10, 996 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი: წლევანდელი მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი გატარებული ღონისძიებების მუშაობის შედეგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამეგრელოში იმყოფებოდა, სადაც ჩხოროწყუს (სოფ. ლესიჭინე), წალენჯიხისა (სოფ. ნაკიფუ) და ზუგდიდის (სოფ. შამგონა) მუნიციპალიტეტებში მეთხილე ფერმერების პლანტაციები დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესს გაეცნო. „გვაქვს მოლოდინი, რომ ფერმერები წელსაც მაღალი ხარისხის, შარშანდელზე უკეთეს მოსავალს მიიღებენ. დასავლეთ საქართველოში თხილი ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა, ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ამის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა თხილის გადარჩენის კომპლექსური გეგმა, რომელიც სრულ ჯაჭვს - აზიურ ფაროსანასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს, ამ პროცესში ფერმერების აქტიურ ჩართულობას და თხილის სწორად მოვლის მიმართულებით ცოდნის ამაღლებას მოიცავს. წლევანდელი მაღალი ხარისხის მოსავალი გატარებული ღონისძიებებისა და კოორდინირებული მუშაობის შედეგია, რაც ფერმერების შემოსავლებსა და საექსპორტო მაჩვენებლების ზრდაზეც აისახება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. 2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად, „თხილის გადარჩენის პროგრამა“ შეიმუშავა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში 25 ათასამდე მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული. სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი, რითაც ფერმერები სარგებლობენ; ისინი თხილის მოვლის შესახებ რეკომენდაციებს 150 აგრონომ -კონსულტანტისაგან იღებენ, რაც მათ აგროსამუშაოების სწორად და დროულად ჩატარებაში ეხმარებათ.
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)