|
2020-08-05 18:59:30, 2869 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მთავრობა სტუდენტებს კვლავ დაეხმარება და გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის კიდევ ერთი ე.წ. სოციალური ავიარეისის დანიშვნა იგეგმება
მთავრობა გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების მიზნით წამსვლელი ქართველი სტუდენტებისთვის კიდევ ერთ ე.წ. სოციალურ ავიარეისს გეგმავს. ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. კერძოდ, ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ ავიარეისით ის სტუდენტები ისარგებლებენ, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით გერმანიაში მოკლე ვადით არიან დასაქმებულები და აქვთ სამუშაო მიწვევა. „როგორც კი შემოვიდა მთავრობაში საკითხი, რომ ქართველი სტუდენტები სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით არიან მოკლე ვადით დასაქმებული გერმანიაში და აქვთ სამუშაო მიწვევა, რომ რამდენიმე თვე იქ იმუშაონ და შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან სწავლის გასაგრძელებლად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან ერთად, მათთვის ე.წ. სოციალური რეისი დავაორგანიზეთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ არის მსურველთა ჯგუფი, ვისაც აქვს სამუშაო მიწვევა გერმანიიდან და ჩვენ ვმუშაობთ, რომ შემდგომი რეისიც უახლოეს პერიოდში დავაორგანიზოთ", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა სტუდენტებს კვლავ დაეხმარება, რომ შედარებით შეღავათიან, სუბსიდირბულ ფასად გაემგზავრონ გერმანიაში და შეძლონ თავისი უფლებით სარგებლობა, რასაც ნიშნავს მოკლევადიანი დასაქმება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)