|
2015-09-08 09:43:37, 517 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ჩეხეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრისას არჩილ ყარაულაშვილმა ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აქტიური მხარდაჭერისთვის. მან დელეგაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული აქტივობების ეფექტიან იმპლემენტაციაზე. ამ მხრივ სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ცოტა ხნის წინ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის მნიშვნელობას. ამასთან, შეხვედრაზე არჩილ ყარაულაშვილმა ჩეხეთის მხარეს საქართველოში და ზოგადად რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა გააცნო. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა რუსეთის მიერ წარმოებულ მზარდ ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ საზოგადოებაში პესიმისტური განწყობების დანერგვას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით. ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დევიდ კადნერმა მადლიერება გამოხატა აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისა და საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერას და იმედი გამოთქვა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თაობაზე.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)