|
2020-07-30 13:29:49, 3549 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ „აწარმოე საქართველოში" პროგრამით მხარდაჭერილი საწარმო გახსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში კომპანია „ალუტექ ჯორჯიას" საწარმო გახსნა, რომელიც მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით აშენდა. საწარმოში 700,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და თავდაპირველად 15 ადამიანს დაასაქმებს, თუმცა გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება. ნათია თურნავა ახალი საწარმოს მუშაობას გაეცნო, რომელიც პროდუქციას, თავდაპირველად, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. საწარმო გამოუშვებს ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის პროდუქციას გამოუშვებს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი საწარმოების გახსნა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. განახლებული პროგრამით „აწარმოე საქართველოში" შესაძლებელი გახდება უფრო მეტი საწარმოს მხარდაჭერა. რაც შეეხება სამშენებლო მასალათა ბაზარს, ის ძალიან პერსპექტიულია - ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი რესურსი, ასევე მოთხოვნა ჩვენს ბაზარზე და ექსპორტის დიდი პოტენციალი," - განაცხადა მინისტრმა. მინისტრთან ერთად, საწარმოში იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)