23:00 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-25 11:22:33, 12384 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 39 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 39 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა.

„ჩვენ ცენტრში გუშინ გვყავდა 38 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 და დილის მონაცემებით, 39 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. სამი ახალი შემთხვევიდან 2 გახლავთ შემოტანილი და 1 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. კვლავ რჩება 2 მძიმე პაციენტი, რომლის მდგომარეობა სტაბილურია და დაავდება არ პროგრესირებს. დანარჩენის მდგომარება საშუალო და საშუალოზე მსუბუქი გახლავთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics