|
2015-09-04 14:19:21, 419 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. კონფერენციის დასკვნით დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თემატურ შეხვედრაზე თინათინ ხიდაშელმა ქართველ დიპლომატებთან ვარშავის სამიტის მოსამზადებელი პროცესი განიხილა. საუბარი ასევე შეეხო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს. „მე ყველა ელჩს მოვახსენე იმ ვიზიტების შესახებ, რომელიც უკვე განხორციელდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი. ჩემი ამოცანა იყო, მიმეღო რჩევები და რეკომენდაციები იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან განწყობები, პერსპექტივები და დამოკიდებულებები, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს მათი სამუშაო ქვეყნების დედაქალაქებში. 9 სექტემბრიდან ვიწყებ ვიზიტს ნატოს წევრ 6 ქვეყანაში. ასევე დავგეგმეთ ოქტომბერ-ნოემბრის სავარაუდო ვიზიტები იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი ელჩები ჩემს მონაწილეობას საჭიროდ მიიჩნევენ. მსგავსი ვიზიტები საქართველოს საკუთარი არგუმენტების გაძლიერებაში დაეხმარება. მსოფლიოს უსაფრთხოების არენაზე მოთამაშე ნატოს წევრ და არაწევრ პარტნიორ ქვეყნებში ჩემი გამგზავრების მთავარი მიზანი საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაა. თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატიდან საქართველომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მიიღოს. სამომავლო ვიზიტების მეორე მთავარი მიზანი ჯერ მინისტერიალისთვის, ხოლო, შემდეგ უკვე სამიტისთვის ჩვენი არგუმენტების გაძლიერება, გამყარება და მობილიზებაა“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. ცნობისთვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ამბასადორიალი 2 სექტემბერს გაიხსნა და დღეს საღამოს დასრულდება.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)