|
2015-09-04 12:52:42, 364 ნახვა
პოლიტიკა
შშმ ბავშვებს პენსია 160 ლარამდე გაეზარდათ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსია 100 ლარის ნაცვლად 160 ლარი იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. "დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომლებსაც დღემდე ჰქონდათ 100 ლარი პენსია, გაეზარდათ პენსია 160 ლარამდე. ეს გახლავთ 9 000 -ზე მეტი ბავშვი და ამით ფაქტობრივად შესრულდა ის დანაპირები, რომლებმაც გაიჟღერა ამ რამდენიმე თვის წინ შშმ ბავშვების მშობლებთან",-განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ. მისივე თქმით, 160 ლარამდე პენსია ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც გაეზრდებათ. "მიღებულ იქნა ასევე გადაწყვეტილება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პენსიის გაზრდის შესახებ 160 ლარამდე. მთლიანობაში საქართელოს ბიუჯეტს ეს დაუჯდება დაახლოებით, 3 100 000 ლარი, რომელიც წლის ბოლომდე მობილიზებული იქნება",-აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)