06:20 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 12:35:40, 402 ნახვა

პოლიტიკა
მერიამ მთავრობისგან თბილისის ზღვაზე ზოოპარკის გახსნაზე თანხმობა მიიღო

დედაქალაქის მერია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის გახსნაზე თანხმობა მიიღო.

ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ახალი ზოოპარკი 47 ჰექტარზე განთავსდება, ტენდერი კი, უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

"საქართველოს მთავრობისგან ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მივიღეთ თანხმობა, რომელიც შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის დაწყებას, კერძოდ პირველი ეტაპი ითვალისწინებს ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვას, რისთვისაც 5 დღიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება, დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ. მე მოვუწოდებ განსაკუთრებით ძლიერ და გამოცდილ კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია და ითვალისწინებს 2 მილიონ ლარამდე სამუშაოების შესრულებას. ზოოპარკი განთავსდება "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურსა და სენსროლოგიურ პარკს შორის", - აღნიშნა ნარმანიამ.

მერის ინფორმაციით, ახალი ზოოპარკის გახსნამდე ძველი ზოოპარკი იფუნქცონირებს, რომელიც 10 დღეში გაიხსნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics