|
2020-07-18 15:54:43, 3500 ნახვა
ეკონომიკა
დანიური კომპანია Danfoss - ი საქართველოში საქმიანობის დაწყებით დაინტერესდა
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა გამართა მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის წარმოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ დანიურ კომპანია „Danfoss“-სის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს იურგენ მედს კლაუსენთან და სხვა პასუხისმგებელ პირებთან. ონლაინ-შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დანიურ მხარეს გააცნო საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული სტრატეგია და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები, აგრეთვე უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ასევე აღინიშნა, რომ დანიური კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ბიზნესის დაწყებით, მათ შორის, საწარმოს გახსნით. დანიური მხარის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ლიბერალური ბიზნეს გარემო, ასევე ის უპირატესობები, რომლებსაც ქვეყანას აძლევს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, EFTA-ს, დსთ-სა და რეგიონის ქვეყნებთან, აგრეთვე ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)