21:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-13 18:52:46, 1676 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - სასიხარულია, რომ არსებობს გარკვეული ოპტიმიზმი განსაკუთრებით იმის ფონზე, რამდენად აქტიურად ამოქმედდა ადგილობრივი ტურიზმი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი დარეგულირების საკითხები განიხილა.

შეხვედრას სასტუმროების, ტურისტული ასოციაციებისა და ტუროპერატორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მინისტრმა ინდუსტრიას ის წესები და რეგულაციები გააცნო, რომელიც გავრცელდება იმ ხუთი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებზე, ვისთანაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა. გარდა ამისა, სექტორი გაეცნო ინფორმაციას სპეციალური ელექტრონული პლატფორმებისა და აპლიკაციის შესახებ, რომლითაც საქართველოში ჩამოსვლის მსურველი ბიზნეს ვიზიტორები ისარგებლებენ.

ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრია კოვიდ 19-ის გავრცელების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ამიტომ ინდუსტრიასთან შეხვედრა პერიოდულად ხდება და მათ სჭირდებათ მუდმივი მონიტორინგი.

„ტურიზმის სექტორს მთელი მთავრობა ძალიან ინტენსიურად ვეხმარებით, რათა  შევუმსუბუქოთ კრიზისის ზემოქმედება და ეს სირთულე ნაკლები დოზით იგრძნონ.  დღევანდელ შეხვედრაზე გარდა იმისა, რომ მოვისმინეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევები და ვისაუბრეთ მათ გადაჭრაზე, გავაცანით სიახლეები, განსაკუთრებით იმ 15 ქვეყანაში მიმდინარე ეპიდვითარებაზე, რომელთან ერთადაც საქართველო ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, სასიხარულია, რომ არსებობს გარკვეული ოპტიმიზმი განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ რამდენად აქტიურად ამოქმედდა ადგილობრივი ტურიზმი.

„ინდუსტრიას მოვუყევით იმ ძალიან მასშტაბურ საინფორმაციო და მარკეტინგულ კამპანიაზე, რომელიც წამოვიწყეთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, მათ შორის აქ მცხოვრებმა უცხოელებმა იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის, რათა ყველამ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics