10:34 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-11 11:04:47, 3071 ნახვა

ეკონომიკა
კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის თემატიკაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ორდღიანი შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ქ. ბორჯომში ჩატარდა.

„კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვა  ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდისთვის. ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვაზე, საწყის ეტაპზევე ჩართულია კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებაში. აღნიშნული რეკომენდაციები ფერმერების ინტერესების დაცვას ემსახურება და პირდაპირ კავშირშია მდგრადი განვითარების მიზნებთან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატი წილოსანმა.

სამუშაო შეხვედრაზე კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის კონცეფციასა და მიდგომებზე იმსჯელეს, განიხილეს ის მექანიზმები, რომლებიც საჭიროა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის სახელმწიფო პროგრამებსა და პოლიტიკაში დანერგვისათვის. შეხვედრის მონაწილეები საერთაშორისო და ადგილობრივ რეგულაციებსა და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსაც გაეცნენ.

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა 3 ძირითად მიმართულებას გულისხმობს, როგორებიცაა სათბური აირების გამოყოფის შემცირება, სოფლის მეურნეობის მდგრადი პროდუქტიულობა (საწარმოო საშუალებებისა და რესურსების ეფექტური გამოყენება) და მოსავლის, ნიადაგისა და წყლის რესურსების მართვა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის (ELKANA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics