|
2020-07-09 13:44:36, 3625 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - შესაძლებელი ხდება მერქნული რესურსის პირდაპირი წესით, ფიქსირებულ ფასად შეძენა
„შესაძლებელი ხდება მერქნული რესურსის პირდაპირი წესით, ფიქსირებულ ფასად შეძენა“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „საკითხი, რომელიც ეხება ტყითსარგებლობის წესებს და აქტუალურია ჩვენი მოსახლეობისთვის არის საშეშე მერქნის პირდაპირი შესყიდვის შესაძლებლობა. ჩვენ დავიწყეთ საქმიანი ეზოების ჩამოყალიბება, რაც წინგადადგმული ნაბიჯია მდგრადი სატყეო მეურნეობის აღდგენისთვის. ყველა მუნიციპალიტეტში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხრიდან გამოყოფილი იქნება სპეციალური ადგილები, რომელიც მოსახლეობას და ბიზნესს მისცემს საშუალებას, მერქნული რესურსი კონკრეტული ფიქსირებული ფასით შეიძინონ პირდაპირი წესით, ეს ეხება როგორც მაღალი ხარისხის, პირველი ხარისხის მერქნულ რესურს, ისე საშეშე მასალას, რომლის შეძენაც აქამდე მხოლოდ აუქციონის გზით იყო შესაძლებელი. ტყის ღონისძიებებში ჩართული ოპერატორები შეძლებენ ტყეში არსებული ბიომასის გამოყენებას ბრიკეტების და ალტერნატიული ბიოსაწვავის წარმოებისთვის, რაც ნარჩენების მართვის სისტემას გააუმჯობესებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)