|
2020-07-08 21:42:15, 4370 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ Bosch - ის ჯგუფის კომპანიასთან საქართველოში ბიზნეს სერვისების სექტორის განვითარების შესაძლებლობები განიხილა
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტმა ნათია თურნავამ მსხვილი გერმანული კონცერნის Robert Bosch GmbH-ის შვილობილი კომპანიის Bosch Service Solutions - ის ტოპ-მენეჯმენტთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მასთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორ მიხეილ ხიდურელი. ონლაინ - შეხვედრისას მინისტრმა გერმანული კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს ბიზნეს გარემო და ის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო, რომელიც ქვეყანას ბიზნეს სერვისების სექტორში გააჩნია ქვეყანას. პოტენციური ინვესტორების წინაშე პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. მისი თქმით, სამიზნე ბაზრებთან სიახლოვე, ევროპული ნების ცოდნა, დაბალი ბიუროკრატია, კონკურენტული ფასები ის ძირითადი უპირატესობებია, რაც საქართველოს ბიზნეს სერვისების სექტორში გააჩნია. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ბიზნეს გარემო ნამდვილად მიმზიდველია და აუცილებლად გაგრძელდება სამუშაო დონეზე მისი შესწავლა. კომპანია Bosch Service Solutions - ი მსოფლიოს წამყვან ბრენდებს აწვდის დისტანციურ სერვისებს. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 9500 თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც კლიენტებს 40 - მდე ენაზე ემსახურებიან. აღსანიშნავია, რომ Bosch Service Solutions შერჩეული იყო როგორც სამიზნე კომპანია და მათთან დაკავშირება სააგენტოსა და სამინისტროს ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში მოხდა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)