|
2020-07-08 18:42:10, 4130 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ყველა ქვეყანა და ჩვენც პირველ რიგში ვხელმძღვანელობთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებით
"დღეს, როდესაც გლობალური გამოწვევა დაუდგა მთლიანად მსოფლიოს, ნებისმიერი ქვეყანა, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობის ინტერესებით ხელმძღვანელობს და აქედან გამომდინარე, აწესებს ან არ აწესებს დამატებით შეზღუდვებს. იმ ხუთ ქვეყანას, რომელთანაც ვხსნით საზღვრებს, შესაძლოა დაემატოს სხვა სახელმწიფოებიც და ამაზე ვმუშაობთ, თუმცა, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ ხუთ ქვეყანაშიც შესაძლოა რაღაც შეიცვალოს, რადგან ყველა და მათ შორის ჩვენც, საქართველოს ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, გადაწყვეტილებებს ვიღებთ პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მიუხედავად საერთო გადაწყვეტილებისა, რომ ევროკავშირის შიგნით გაიხსნას საზღვრები, ზოგიერთი წევრი ქვეყანა მაინც დროებით შეზღუდვებს აწესებს. „ამ თვალსაზრისით, მუდმივად არის ბევრი ცვლილება, მაგალითად, ბოლო სიახლეა, რომ ესპანეთმა გარკვეული პლაჟები ჩაკეტა, რადგან ბრიტანეთიდან ძალიან დიდი ნაკადი მიაწვა, ასევე სერბეთმა მიიღო გარკვეული შეზღუდვის გადაწყვეტილება მონტენეგროსთან მიმართებაში. ქვეყნები, გამომდინარე ცვალებადი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან, ერთმანეთშიც კი დამატებით შეზღუდვებს აწესებენ", - აღნიშნა მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, მთელ რიგი ქვეყნები, მათ შორის საქართველოს მიმართაც, ამ ეტაპზე არ ხსნიან საზღვრებს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. "რაც შეეხება უნგრეთს, იცით, რომ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა ჩვენთან, ეს იყო პანდემიის პირობებში მისი პირველი მაღალი რანგის ოფიციალური ვიზიტი. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევქმნით სამუშაო ჯგუფს, რომელიც დააკვირდება მიმდინარე ვითარებას და გადაწყვეტილება ვითარების შესაბამისად იქნება მიღებული - იმ ხუთ ქვეყანას, შესაძლოა დაემატოს უნგრეთი, ასევე რომელიმე სხვა ქვეყანა", - განაცხადა ნათია თურნავამ.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)