|
2020-07-08 15:21:38, 4284 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გრემში ღვინის რესტორანი გაიხსნება
„საქართველოს ბანკი“ ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერას განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც გრემში ღვინის ღია რესტორანი გაიხსნება. რესტორანში განთავსდება შოურუმი, ულამაზესი ვერანდა, რომლიც 120 ადამიანზე იქნება გათვლილი. ღვინის რესტორანი მომხმარებელს ქართულ ტრადიციულ კერძებს შესთავაზებს. რესტორანში წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის ღვინოები. როგორიცაა: საფერავი, მუკუზანი, ქინძმარაული, ხვანჭკარა, 3 სახეობის ალაზნის ველი (წითელი, თეთრი და ვარდისფერი), ასევე სამი სახეობის ფიროსმანი (თეთრი, წითელი, ვარდისფერი) გახსნის შემდეგ ღვინის რესტორანი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეძლებს. პროექტის ფარგლებში 20 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 100 000 ევროა. კომპანია რესტორნის გახსნას სექტემბერში გეგმავს. „მოხარული ვართ რომ საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში რეგიონებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და შპს „გრემის“ პარტნიორობით ღვინის ახალი რესტორანი გაიხსნება. პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო ღვინის სექტორმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და ვფიქრობთ ახლა კიდევ უფრო მეტად საჭიროა გვერდით დავუდგეთ ღვინის ბიზნესს და მას შემდგომი განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. აუცილებელია არ გავჩერდეთ და ერთად ვიზრუნოთ რომ სექტორი მომგებიანობის ძველ მაჩვენებლს დაუბრუნდეს“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)