|
2020-07-08 10:27:23, 4198 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც COVID-19-ის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ მაღალია ტურისტების ნაკადი
"რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც COVID-19-ის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად, მაღალია ტურისტების ნაკადი და შესაბამისად, შემოსავლები", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საზღვრების გახსნის მიზანშეწონილობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ზუსტად იყოს დათვლილი რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი. „კიდევ ერთხელ, მინდა განვმარტო თუ რატომ ვართ ფრთხილები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. ქვეყნები, საიდანაც საქართვეველოში ტურისტების ლომის წილი შემოდიოდა, სამწუხაროდ, დღეს ეპიდემიის პიკში არიან და მათთან არ შემცირებულა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უფრო დაბალი გავრცელებაა, რისკი მაინც არსებობს. შეიძლება ჩვენ ასეთი რეალური სურათის წინაშე დავდგეთ: მივიღებთ ეკონომიკურად ძალიან მცირე შედეგს, მაგრამ ტურისტების რაოდენობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში ვირუსი გავრცელდეს. რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი ამ შემთხვევაში არ ბალანსდება. ზოგი ამბობს, რომ ეს რისკი 2-3 თვის შემდეგაც იქნება და ამიტომ გარდაუვალია საზღვრების გახსნა, მაგრამ ჩვენ რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად, მაღალია ტურისტების ნაკადი და შესაბამისად, შემოსავლები. ეს არის დაბალანსებული და სწორი რისკი. არასწორი იქნება რისკი, თუ ჩვენ გავუხსნით საზღვარს ქვეყანას, საიდანაც ბევრი ტურისტი შემოდის და დიდია ვირუსის გავრცელების რისკიც. ევროკავშირის ქვეყნებს ჩვენ შემდეგნაირად ვუდგებოდით - იქ, საიდანაც ჩამომსვლელების რაოდენობა ასე თუ ისე მატერიალურად საინტერესოა, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის ქვეყნები და ამავდროულად, რისკი დაბალია, ეს უკვე ნიშანია, რომ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება და საზღვრის გახსნა, მაგრამ საიდანაც დაბალია გავრცელების რისკი, მაგრამ ამავდროულად, ტურისტებიც ძალიან ცოტაა და მატერიალური ხელშესახები შედეგი ამას არ აქვს, შეიძლება ვირუსის მინიმალური გავრცელება მოჰყვეს. მაგალითად, იტალიამ საქართველოს საზღვარი არ გაუხსნა საზღვარი. რატომ, საქართველო ხომ უსაფრთხოა? თუმცა მათ შეხედეს, რომ მატერიალური თვალსაზრისით ეს არაა საინტერესო მიმართულება და ის მინიმალური, ნოლთან მიახლოებული რისკიც კი არ აიღო, თუმცა დიდ ბრიტანეთს გაუხსნეს საზღვარი, საიდანაც გავრცელების რისკი უფრო დიდია, თუმცა ამ რისკზე წასვლა იტალიას უღირს, იმიტომ რომ მატერიალურად მნიშვნელოვანია და მასშტაბურია დიდი ბრიტანეთიდან ჩასულთა რაოდენობა. ჩვენც ამ ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში, როგორც კი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ზოგადად, რეგიონში შენელდება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი და გაუთანაბრდება ევროპის მაჩვენებლებს, ბევრად უფრო გამართლებული იქნება რისკის აღება და მინიმალური გავრცელების რისკის დაშვება და საზღვრების გახსნა, რადგან ქვეყანა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებს ტურიზმიდან.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)