11:58 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-06 19:00:45, 2152 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - უნგრეთის „ექსიმბანკში“ საკრედიტო ხაზია გამოყოფილი უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში თავისი თანხების დაბანდებას გადაწყვეტენ

„უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის ვიზიტი პრაქტიკულად პირველი მაღალი რანგის ვიზიტია საქართველოში საგანგებო ვითარების დასრულების შემდეგ. ეს სიმბოლურია, რადგან უნგრეთი ჩვენი მოკავშირე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც გვაქვს ბევრი საერთო პროგრამა და პროექტი და მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ორივე ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ინვესტიციების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ორივე მინისტრმა ერთნაირი ხედვა დააფიქსირა. „უნგრეთის მინისტრმა ბრძანა, რომ ჩვენს მსგავსად, უნგრელი ინვესტორებიც ხედავენ საგარეო ბაზარზე ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც გაჩნდა პოსტპანდემიურ პერიოდში. კომპანიებს სურთ დივერსიფიკაცია. მათ შორის არიან უნგრელი ინვესტორებიც. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთის სახელმწიფო განვითარების ბანკში „ექსიმბანკში" სპეციალური საკრედიტო ხაზია გამოყოფილი იმ უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში თავისი თანხების დაბანდებას გადაწყვეტენ და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის კანონპროექტს განიხილავს
სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე
ნაცნობის მანქანა და საფულე მოიპარა, შემდეგ ავარია მოახდინა და მიიმალა- პოლიციამ ერთი პირი დააკავა- ვიდეო
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics