12:01 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-03 12:52:12, 3008 ნახვა

ეკონომიკა
ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

აჭარაში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაიმართა, 10-მდე სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის კონცეფცია განიხილეს. მათ შორის არის ჩირუხის მთასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ექსტრემალური, სათავგადასავლო და სოფლის ტურისტული პროდუქტების  შექმნისთვის საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები. 

ჩირუხის მთაზე ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნით, შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გაკეთდება. პროექტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტები განვითარების სააგენტომ მუშაობა მიმდინარე წელს დაიწყო. 10 დღეში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის საბოლოო ვარიანტი მზად იქნება, რომლის საფუძველზეც ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება. დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მინისტრის მოადგილე ტურიზმის მიმართულებით, შუახევის მერი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩირუხის მთა, შუახევში ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება. მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტებს ამჟამად ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის თავაგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ. 

 


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის კანონპროექტს განიხილავს
სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე
ნაცნობის მანქანა და საფულე მოიპარა, შემდეგ ავარია მოახდინა და მიიმალა- პოლიციამ ერთი პირი დააკავა- ვიდეო
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics