|
2020-07-02 13:31:51, 3482 ნახვა
ეკონომიკა
ლაგოდეხში, „თიბისის“ მხარდაჭერით, თხილის საწარმო - „აგრითრეიდი“ გაიხსნა
„თიბისის“ მხარდაჭერით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში, თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო - შპს „აგრითრეიდი" გაიხსნა. პროექტი თიბისისა და USAID-ის თანადაფინანსებით განხორციელდა და ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს. შპს „აგრითრეიდი" თვეში 1000 ტონა გაუტეხავ თხილს გადაამუშავებს, რომელიც ექსპორტზე - ძირითადად ჩინეთში, ისრაელსა და მექსიკაში რეალიზდება. საწარმო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა ინიცირებული. პროექტის მიზანია ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება. თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ამ სფეროს დაფინანსების მიმართულებით ის ლიდერი ბანკია.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის კანონპროექტს განიხილავს
სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე
ნაცნობის მანქანა და საფულე მოიპარა, შემდეგ ავარია მოახდინა და მიიმალა- პოლიციამ ერთი პირი დააკავა- ვიდეო
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)