|
2020-07-02 11:42:04, 3843 ნახვა
ეკონომიკა
ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ. „მოსავლის აღება და დაბინავება შეუფერხებლად ხორციელდება. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, წელს, წინა წელთან შედარებით, მოსავალი უფრო ნაკლებია. მოთხოვნა არის როგორც ქერზე, ისე ხორბალზე; ქერის ფასი 65 თეთრია, ხორბლის - 60 თეთრზე მეტი. ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რაც წინა წლების ანალოგიურ პერიოდში, მოსავლის აღების პერიოდში ფიქსირდებოდა. შესაბამისად, წელს ფერმერებისთვის ეკონომიკურად საინტერესო წელია. ვფიქრობ, სეზონი იქნება წარმატებული, რაც იმის დასტურია, რომ დარგი ვითარდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც კახეთის მხარის რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, უკვე მეორე წელია რაც კომბაინების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ ხორბლის და ქერის აღება და დაბინავება უპრობლემოდ მოხდეს. კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყო და შეუფერხებლად, აგროვადების დაცვით მიმდინარეობს. ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის 100 ერთეული კომბაინი. კახეთის რეგიონში ხორბლის ნათესი ფართობები 71, 000-მდე ჰექტარს, ხოლო ქერის - 22,000ჰა-ზე მეტს შეადგენს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ხორბლის ნათესი ფართობები 50 ათასი ჰექტარი, ქერის კი - 27 ათასი ჰექტარია. წელს ხორბლის საპროგნოზო მაჩვენებელი 150 ათასი ტონა, ქერის კი 70-80 ათასი ტონაა. დედოფლისწყაროში მინისტრთან და მხარის რწმუნებულთან ერთად იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის კანონპროექტს განიხილავს
სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე
ნაცნობის მანქანა და საფულე მოიპარა, შემდეგ ავარია მოახდინა და მიიმალა- პოლიციამ ერთი პირი დააკავა- ვიდეო
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)