|
2020-06-28 18:59:33, 2623 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე საუბრობენ
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ განაცხადა რომ საქმეში არ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც დაკავებულ პირებს უნდა შეფარდებოდათ უკიდურესი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. „საქმეში არ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც დაკავებულ პირებს უნდა შეფარდებოდათ უკიდურესი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. საქმეში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები. გარდა ამისა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები მაქსიმალურად თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან. მათ ინტერესში შედიოდა აღნიშნულ საქმეზე სიმართლის დადგენა. არც წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი, რომ დაეკავებინათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები“,- განაცხადა ადვოკატმა. საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, 17-ვე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე პროკურატურის მოთხოვნა უკანონო იყო. მისივე თქმით, სასამართლომაც უკანონო გადაწყვეტილება გააგრძელა. „მოთხოვნა იყო უკანონო, რომ ყველა პირზე ითხოვდა პროკურატურა დაპატიმრებას, სასამართლომაც ანალოგიურად გააგრძელა უკანონო გადაწყვეტილება და ყველა პირს შეუფარდა პატიმრობა, მათ შორის იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც კონფლიქტში იმყოფებიან ამ მომენტში. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს გასაჩივრებით, რომ რამე შეიცვლება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და სამართლებრივად ყველა რესურსს ამოვწურავთ, რათა ვიბრძოლოთ და მივაღწიოთ სამართლიანობას“, – განაცხადა გელხაურმა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)