|
2015-08-31 11:51:00, 516 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: საგარეჯო იმაზე უფრო აქტიურ დეპუტატს მიიღებს, ვიდრე ჰყავდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საგარეჯოში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად თამარ ხიდაშელის წარდგენა შეაფასა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგარეჯოს უფრო ენერგიული და აქტიური დეპუტატი ეყოლება, ვიდრე მას მიმდინარე წლის პირველ მაისამდე ჰყავდა. ამასთან, თინა ხიდაშელს ეჭვი არ ეპარება, რომ საგარეჯოელები არჩევანს კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთებენ. „ვფიქრობ,რომ საგარეჯო მიიღებს იმაზე გაცილებით უფრო ენერგიულ, აქტიურ დეპუტატს, ვიდრე მას მიმდინარე წლის 1 მაისამდე ჰყავდა, სანამ მე წარმოვადგენდი ამ ოლქს. თამარ ხიდაშელი იყო ერთ–ერთი საუკეთესო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. მან თავისი საქმიანობა გააგრძელა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მიმართულებით, არასამთავრობო სექტორიდან უამრავ პროექტში მონაწილეობდა, ის უჩა ნანუაშვილთან მუშაობს და ეს მნიშვნელოვანი გამოციდლებაა, რომელიც მას წაადგება. ეჭვი არ მეპარება, რომ საგარეჯოელები არჩევანს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთებენ და ყველა იმ შესაძლებლობას გამოიყენებენ, რასაც მათ ხელისუფლება სთავაზობთ“, – აღნიშნა ხიდაშელმა. ცნობისთვის, პრემიერმა საგარეჯოში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟრიტარობის კანდიდატად თამარ ხიდაშელი დაასახელა, მარტვილში კი, სოსო დანელია. შეგახსენებთ, საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. აღნიშნული ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი, თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)