|
2015-08-31 11:19:05, 459 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ პოლიტიკაში მოაზროვნე ქალების ჩაბმას
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ მარტვილსა და საგარეჯოში შუალედური არჩევნები წარმატებით ჩატარდება. პრემიერმა საგარეჯოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად თამარ ხიდაშელი წარადგინა და განაცხადა, რომ ეს არჩევანი მოწმობს, თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებს მოქმედი ხელისუფლება პოლიტიკაში პროგრესულად მოაზროვნე ქალების ჩაბმას. „თამარ ხიდაშელი გახლავთ იურისტი, მას განათლება მიღებული აქვს დიდ ბრიტანეთში, ასევე აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში დიდი გამოცდილება, ამჟამად მუშაობს ევროკავშირის პროექტში და არის ევროკავშირთან ასოცირების მიმართულების არაერთი კვლევის და მონიტორინგის ანგარიშის ავტორი. მას აქვს დიდი შრომა გაწეული იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებაში და განსაკუთრებით საჯარო დაწესებულებაში სათანადო მნიშვნელობა მიენიჭებინა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. თამარ ხიდაშელს ქონდა პრინციპუილი პოზიცია, მაშინ როცა ყალბდებოდა არჩევნები და თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის დევნიდნენ ჩვენს მოქალაქეებს. მე მინდა წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ გამარჯვებას მიაღწევს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. თამარ ხიდაშელმა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ მაჟრიტარობის კანდიდატად წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი საზრუნავი იქნება, თინა ხიდაშელის მიერ მიცემული დაპირებების ბოლომდე მიყვანა. „კოალიციასთან და რესპუბლიკურ პარტიასთან მე მაერთიანებს ღირებულებები და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე და დავთანმხდი ამ შემოთავაზებას. ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო , მაგრამ ჩავთვალე რომ აუცილებელია გამოვსულიყავი ამ კომფორტის ზონიდან და უშუალოდ ხელისუფლების საშუალებით მეცადა, გამეკეთებინა ის რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. რაც შეეხება საგარეჯოში საარჩევნო პროგრამას, მცირე დროა დარჩენილი და მთავარი საზრუნავი იქნება თინათინ ხიდაშელის მიერ მიცემული დაპირებების ბოლომდე მიყვანა“,– განაცხადა თამარ ხიდაშელმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)