|
2020-06-25 09:59:29, 2240 ნახვა
ეკონომიკა
ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა
შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორცილებს. შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელა. შპს „გლენბერში“ წარმოების პროცესის გასაცნობად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შიდა ქართლის მხარის რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად იმყოფებოდა. „შპს „გლენბერი“ ერთ-ერთია იმ საწარმოთა შორის, რომლის მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, განვითარების როგორი პერსპექტივა აქვს საქართველოში სოფლის მეურნეობას და როგორ აისახება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფერმერებზე. აღნიშნული საწარმო უკვე მეორე წელია საერთაშორისო ბაზრებს აწვდის მათ მიერ წარმოებულ მრავალფეროვან პროდუქციას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი საწარმოების არსებობა. 2018 წლიდან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 5 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია. სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სამაცივრო კომპლექსს გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა აქვს, სადაც, უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში, 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. შპს „გლენბერიში“ 150 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22 000. მიმდინარე წელს კომპანიის მფლობელებმა 5 ჰა-ზე ბროკოლის და 11 ჰა-ზე მარწყვის პლანტაციაც გააშენეს. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა.
მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო
კალაძე - სანქციებით ვერავინ შეგვაშინებს
მრავალჯერ ნასამართლებმა პირმა სოფელ ინგირში ერთი ადამიანი დაჭრა და მიიმალა - იგი დააკავეს
საქართველო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღსრულებას ან აფერხებს ან არ ასრულებს - საია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)