19:29 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 12:41:04, 1512 ნახვა

სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორი - პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 135 ფაქტი გამოვლინდა

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2019 წელს პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 135 ფაქტი დადგინდა.

მისი თქმით, გაზრდილი მომართვიანობის პარალელურად სამართალდარღვევების შემცირებული მაჩვენებელი საჯარო უწყებებში და კერძო ორგანიზაციებში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს, თუმცა ამ სფეროში კვლავ ბევრი გამოწვევაა.

„ჩვენი პერსონალური მონაცემები გროვდება და ინახება ყველგან - საჯარო დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში, სატელეფონო კომპანიებში, კერძო დაწესებულებებში. მონაცემის არაკანონიერი დამუშავება შეიძლება გახდეს ადამიანის დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციის ან და სხვა ნეგატიური შედეგების მომტანი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჯარო უწყება, კერძო ორგანიზაცია და პირი, რომელსაც შეხება აქვს ჩვენს პერსონალურ მონაცემებთან, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მათ დაცვას.

გასულ წლებთან შედარებით, 2019 წელს გაიზარდა სამსახურისადმი მომართვიანობა. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხის შესწავლის მიზნით სამსახურს მომართა 422-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა. შემოსული განცხადებების 81% ეხებოდა კერძო ორგანიზაციების, ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავებას, ხოლო 19% - საჯარო უწყებებში მონაცემთა დამუშავებას.

პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტი დადგინდა 135 შემთხვევაში.

გაზრდილი მომართვიანობის პარალელურად სამართალდარღვევების შემცირებული მაჩვენებელი საჯარო უწყებებში და კერძო ორგანიზაციებში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს, თუმცა ამ სფეროში კვლავ ბევრი გამოწვევაა“, - განაცხადა თოლორაიამ.

ლონდა თოლორაიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შიდა მონიტორინგის მნიშვნელობაზე და აღნიშნა - „საჯარო უწყებებმა და კერძო ორგანიზაციებმა უნდა გააქტიურონ შიდა საზედამხედველო დანაყოფები, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაპყრონ თანამშრომელთა მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს".





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics