10:34 - 08 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-13 15:20:38, 2092 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ბათუმში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად  პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული თ.ღ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში  დააკავეს. მას ბრალი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობაში  ედება.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული  3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 2 ივნისს,  ბათუმში მდებარე საკათედრო  ტაძარში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა  30 ლარამდე თანხას და საეკლესიო ნივთებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ თ.ღ.-მ  მიმდინარე წლის  მარტში, ბათუმში,  ერთ-ერთ მოქალაქეს  საფულე და მობილური  ტელეფონი მოჰპარა, ხოლო მაისში - სავაჭრო ჯიხური გაქურდა და გასაყიდ  სუვენირებს უკანონოდ  დაეუფლა.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა შეერთებულ შტატებს ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ ჰორმუზის სრუტის სრული ბლოკირებით დაემუქრა
სკოლების მიმდებარედ საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდება - აიკრძალება 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება
უკრაინულმა დრონებმა წლის დასაწყისიდან მეხუთედ შეუტიეს „როსნეფტის“ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ განახორციელა- ორი ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics