|
2020-06-10 14:43:06, 2453 ნახვა
სამართალი
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ორგანიზებული ჯგუფის წევრებს 17 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართქველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებს სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 17 და 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ 2019 წლის სექტემბრის თვეში ზ.ბ-მ, ა.თ-მ, და ბ.კ-მ ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მოტივაცია იყო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოეხდინათ ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა და შემდგომ ინტერნეტსაიტის საშუალებით მისი გასაღება. ორგანიზებული ჯგუფის სამივე წევრს განაწილებული ჰქონდათ ფუნქციები, ისინი მოიპოვებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შემდგომ ავტომობილის მეშვეობით გადაადგილდებოდნენ ქ. თბილისში, სხვადასხვა უბნებში, რა დროსაც ნარკოტიკულ საშუალებებს და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ათავსებდნენ საცხოვრებელი კორპუსის სხვადასხვა ადგილებში, ხოლო მისამართებს ინტერნეტსაიტის მეშვეობით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემძენ პირებს, სანაცვლოდ ისინი კრიპტოვალუტის საშუალებით იღებდნენ ფულად თანხას. ბრალდებულებს ზ.ბ-ს, ა.თ-ს, და ბ.კ-ს ბრალდების მხარე ედავებოდა ცხრა ეპიზოდში: ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების მომზადება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა, გასაღების მომზადება - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა" და მეექვსე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა", „ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მეექვსე ნაწილის „ა", „ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის, მეექვსე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, მეხუთე ნაწილის „ა", მეექვსე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მეოთხე, მეექვსე ნაწილის „ა", „ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მუხლის მეორე ნაწილი, მეოთხე ნაწილი, მეექვსე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს; ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის სამივე წევრი ზ.ბ, ა.თ, ბ.კ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად ბ.კ - ს და ა.თ-ს თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, ხოლო ზ.ბ-ს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)