04:05 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 14:37:14, 543 ნახვა

პოლიტიკა
„რეგიონული განვითარების შესახებ“ კანონზე მუშაობა იწყება

საქართველოს მთავრობა „რეგიონული განვითარების შესახებ“ კანონზე მუშაობას იწყებს.  კანონპროექტის პირველადი სამუშაო ვერსია რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კანონი რეგიონების მდგრადი განვითარების, ეკონომიკური აღმავლობისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
კანონპროექტის დახვეწაზე მუშაობა გაგრძელდება, რის შემდეგაც მთავრობა მას განსახილველად პარლამენტს წარუდგენს.
„რეგიონული განვითარების შესახებ“ კანონს საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიიღებს.
რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი და რეგიონების გუბერნატორები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics