|
2020-06-09 14:24:29, 2395 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამამ სასტუმროების 90 პროცენტზე მეტი მოიცვა, რომელთა ბრუნვაც 20 მლნ ლარამდე იყო
„სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაც გაფართოვდა და საქართველოში არსებული სასტუმროების 90 პროცენტზე მეტი მოიცვა, რომელთა ბრუნვაც 20 მლნ ლარამდე იყო და სესხი 2020 წლის პირველ მარტამდე ჰქონდათ აღებული. ჩვენ მათ სესხების პროცენტის დიდ ნაწილს სუბსიდირებას მოვახდენთ - ეროვნულ ვალუტაში 80 პროცენტით, უცხოურ ვალუტაში კი - 70 პროცენტით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დღეს გაავრცელებს განცხადებას, რომლის შემდეგაც სასტუმროებისგან განაცხადების მიღება განახლებული ფორმატით იქნება შესაძლებელი. „ჩვენ საქართველოში მომუშავე სასტუმროების ძალიან დიდ ოდენობას დავეხმარებით, რომლებიც პროგრამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ. „მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამების ფარგლებში გაცხადებული თითოეული დაპირება და ღონისძიება, იქნება ეს ბინათმშენებლობის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ან მცირე მეწარმეებისა და ტურიზმის კუთხით, არის გამყარებული კონკრეტული თანხით ბიუჯეტში და ამ პროექტების რეალიზაცია ძალიან სწრაფად დაიწყება“, - განაცხადა მინისტრმა.
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
სალია პატიმარ დავითაძეზე - გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)