|
2020-06-09 12:46:45, 2573 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 4.8%-ით შემცირდება
მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2020 წლის ივნისის გამოცემის თანახმად, ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე წლის ბოლოსთვის -3.1 პროცენტამდე დაიკლებს, რადგან რეგიონი COVID-19-ის პანდემიის გამო ზრდის შემაკავებელი პროცესების და შესაბამისად, დაბალი სასაქონლო ფასებით გამოწვეული სირთულეების წინაშე დგას. თუმცა, პროგნოზის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 3 პროცენტს მიაღწევს 2021 წელს, რადგან COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შოკების გავლენა შესუსტდება და ტურიზმის აღდგენა დაიწყება სომხეთსა და საქართველოში, მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობის ზრდის პარალელურად. ეკონომიკური საქმიანობა აზერბაიჯანში 2021 წელს განმტკიცდება ნავთობზე ფასების სტაბილიზაციასთან ერთად, თუმცა საერთო აღდგენა შესუსტდება დარჩენილი სტრუქტურული მოუქნელობით. ტურისტების მთლიანი რაოდენობა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში დაეცა, მაგრამ აღნიშნულის გავლენა შეიძლება იგრძნობოდეს ყველაზე მეტად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც ტურიზმზე მშპ-ის მნიშვნელოვანი წილი მოდის. ანგარიშის თანახმად, საქართველოში მშპ-ის რეალური შემცირება 2020 წელს სავარაუდოდ -4,8 პროცენტი იქნება, ხოლო 2021 წლისთვის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.0 პროცენტს მიაღწევს. ანგარიში ასევე მიუთითებს საქართველოს მიერ დაანონსებულ ფისკალურ ღონისძიებებს, რაც მშპ-ის 3 პროცენტის ეკვივალენტური იქნება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც მოიცავს დამატებით ხარჯებს ჯანდაცვაზე, ტურიზმის სფეროს მხარდაჭერას, დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებასა და ზრდას, მორატორიუმს დაბალი შემოსავლის მქონე პირთა გადასახადებზე, ღარიბი მოსახლეობისთვის კომერციული ხარჯების სუბსიდირებას და უმუშევრობის შემწეობას.
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
სალია პატიმარ დავითაძეზე - გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)